
Rivian-მა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისგან $6.6 მლრდ საკრედიტო სესხი მიიღო
Nov 28, 2024
Rivian-მა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისგან (DOE) 6.6 მილიარდი დოლარის საკრედიტო სესხი მიიღო, რომ დააფინანსოს თავისი ახალი ელექტრო მანქანების წარმოების ქარხნის მშენებლობა ჯორჯიაში. აღნიშული სესხი წარმოადგენს DOE-ს მიერ გამოყოფილი Advanced Technology Vehicles Manufacturing (ATVM) სესხების პროგრამის ნაწილს, რომელიც ხელს შეუწყობს Rivian-ის მომავალ R2 და R3 მოდელების წარმოებას.
გათვალისწინებულია 7,500 სამუშაო ადგილის შექმნა 2030 წლამდე, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება Rivian-ის წარმოების გაფართოებისთვის და ელექტრო მანქანების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სესხი კომპანიის გრძელვადიანი გეგმის ნაწილი იქნება, რათა გააძლიეროს წარმოების შესაძლებლობები.
ქარხანა 2028 წელს დაიწყებს მუშაობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს Rivian-ის წარმოების შესაძლებლობების გაფართოებაში.