
Rivian ახალ AI და რობოტიკის კომპანიას აყალიბებს
Nov 29, 2025
Rivian კიდევ უფრო ღრმად შედის ინდუსტრიულ ავტომატიზაციაში: კომპანიამ დაიწყო ახალი სპინოფი Mind Robotics, რომელსაც უკვე აქვს $115 მილიონიანი საწყისი ინვესტიცია. მიზანია ქარხნებში „ინდუსტრიული AI“-ის მასშტაბური დანერგვა და მომავალი წარმოების პროცესების მაქსიმალურად ავტომატიზაცია.
ეს ნაბიჯი Rivian-ს აყენებს სრულიად ახალ ტრაექტორიაზე - სადაც მანქანების აწყობა ნაკლებად იქნება დამოკიდებული ადამიანურ სამუშაოზე და უფრო მეტად რობოტებზე, მონაცემებზე და ალგორითმებზე.
ახალი კომპანია კონცენტრირდება ქარხნის შიდა პროცესების გაუმჯობესებაზე:
რეალურ დროში მონაცემების ანალიზი
რობოტების ქცევის ოპტიმიზაცია
ავტომატიზებული ხაზების გამართული მუშაობა
AI მოდელების გაწვრთნა Rivian-ის ქარხნების ოპერაციულ მონაცემებზე
Rivian-ის CEO RJ Scaringe ამას გარდამტეხ შესაძლებლობად ხედავს: „თუ LLM-ებმა ოფისები შეცვალეს, რეალური რევოლუცია ახლა იწყება - როდესაც AI ფიზიკურ სამყაროს გარდაქმნის.“
რატომ ქმნის Rivian საკუთარ რობოტებს და არა მხოლოდ ყიდულობს?
Scaringe-ს თანახმად, ძირითადი მიზეზია:
- პროცესების სრულად კონტროლი
- უფრო მოქნილი წარმოება
- მესამე მხარეზე ნაკლები დამოკიდებულება
- ახალი მოდელების სწრაფი გაუშვება
Mind Robotics Rivian-ს აძლევს შესაძლებლობას, რომ ქარხანა გახდეს „პროგრამირებადი სისტემა“, სადაც workflow ცვლილებისთვის საკმარისია კოდის განახლება და არა ასობით თანამშრომლის გადამზადება.