Range Rover-ის პირველი ელექტრო SUV — 61,000-ზე მეტმი მყიდველი უკვე რიგშია

May 16, 2025

Range Rover-ის პირველი სრულად ელექტრო SUV სულ მალე გამოჩნდება შოურუმებში, და მის მიმართ ინტერესი რეკორდულია: უკვე 61,000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა წინასწარ შეკვეთაზე.

Jaguar Land Rover-მა თავის 2025 ფინანსურ ანგარიშში დაადასტურა, რომ მოლოდინის სია სწრაფად იზრდება: ნოემბერში რიგში 48,000 ადამიანი იდგა, იანვარში – 57,000, ხოლო მაისის მონაცემებით, ეს რიცხვი უკვე 61,000-ს აჭარბებს.

ინტენსიური ტესტირება და ტექნოლოგიური ნახტომი

Range Rover Electric-ს ამჟამად აქტიური ტესტირება უტარდება შვედეთის ყინულოვან ტბებსა და ტუნდრაში, რათა შენარჩუნებული იყოს ბრენდისთვის დამახასიათებელი მაღალი გამავლობის ხარისხი. კომპანიის განცხადებით, ეს არის "ყველაზე ინტენსიური ტესტირება, რაც კი Range Rover-ს ოდესმე გაუვლია" — ელექტრო SUV-ს უკვე 45,000 მილი აქვს გავლილი უკიდურეს პირობებში.

Range Rover-ის პროდუქტის ინჟინერიის დირექტორის, თომას მიულერის თქმით, ელექტრო ვერსია შესრულებით უკვე აჭარბებს ზოგიერთი ტრადიციული ძრავის მქონე მოდელს. ის აღნიშნავს, რომ მანქანამ 100 მეტრის მანძილზე უპრობლემოდ გაიარა ქვიშის დიუნები.

ახალი პლატფორმა და ბატარეა

Range Rover Electric იქნება პირველი მოდელი, რომელიც აღიჭურვება Jaguar Land Rover-ის მიერ შექმნილი 800 ვოლტიანი ბატარეითა და ელექტროძრავით. მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო გარბენი ჯერ არ გამოქვეყნებულა, ცნობილია, რომ მას 117 კილოვატსაათი მოცულობის ბატარეა ექნება.

წარმოება და მომავალი გეგმები

მოდელი 2025 წლის ბოლოს გამოჩნდება შოურუმებში. მისთვის სპეციალურად მომზადებულია JLR-ის ქარხანა დიდ ბრიტანეთში სადაც უკვე წარმატებით გაიარა სატესტო წარმოება.

2026 წლისთვის კომპანია ასევე გეგმავს Range Rover Sport-ისა და Velar-ის ელექტროვერსიების გამოშვებას.

ამასთანავე, JLR ადასტურებს, რომ ჩინურ ავტომწარმოებელ Chery Auto-სთან თანამშრომლობით ახალი ელექტრომობილი Freelander-ის სახელით გამოვა.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @