
Porsche-მ Formula E-ს გამარჯვებული ტექნოლოგია ახალ Cayenne EV-ში გადაიტანა
Nov 11, 2025
Porsche-ს ახალი Cayenne EV იყენებს იმავე ინოვაციებს, რომლებიც წარმატებით გამოსცადა მისი Formula E-ს ჩემპიონ მანქანა – 99X Electric. შედეგად მივიღეთ SUV, რომელიც აერთიანებს ავტოსპორტის ეფექტურობას, გამძლეობას და ყოველდღიურ კომფორტს.
Porsche-მ 2024–2025 წლების სეზონი Formula E-ს ორმაგი ტიტულით დაასრულა - მოიპოვა მწარმოებელთა და გუნდების ჩემპიონობა.
ახლა ბრენდი სწორედ ამ გამოცდილებას იყენებს სერიულ წარმოებაში.
ახალი Cayenne Electric პირდაპირ იმავე პრინციპებზეა აგებული, რაც Porsche 99X Electric-ს წარმატებას აძლევდა:
ზეთის პირდაპირი გაგრილების სისტემა - ამ ტექნოლოგიით ელექტროძრავის შიგნით ცირკულირებს სპეციალური სითხე, რომელიც სითბოს უშუალოდ სპირალის გარშემო აშორებს.
შედეგი: ეფექტურობა 98%-მდე და ნაკლები გაგრილების დანადგარები.
Formula E-სგან მემკვიდრეობით მიღებული ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ენერგიის რეგენერაცია - Cayenne EV-ს შეუძლია 600 კილოვატამდე ენერგიის დაბრუნება მუხრუჭების დროს, რაც იგივე მაჩვენებელია, რაც Porsche-ს საპილოტო 99X-ზე.
ყოველდღიურ რეჟიმში, დაახლოებით 97% მუხრუჭების მოქმედება ელექტრონულად სრულდება, მექანიკური მუხრუჭები კი მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში ერთვება.
გარდა ამისა, Cayenne EV მხარს უჭერს 400 კილოვატიან სწრაფ დატენვას, რომელიც საშუალებას იძლევა ბატარეის 10-დან 80%-მდე შევსება 16 წუთზე ნაკლებში - იგივე მიდგომა, რაც Porsche-ს რბოლის სტრატეგიაში გამოიყენებოდა.
Porsche-მ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბატარეის სტრუქტურას.
ახალი პაკეტი იყენებს:
სილიკონით გამდიდრებულ ანოდებს, რაც ზრდის ენერგო სიმკვრივეს;
გამძლე უჯრედულ შეფუთვას, რომელიც ამცირებს წონას და აუმჯობესებს გამძლეობას.
თერმული მართვის სისტემა უზრუნველყოფს სტაბილურ სწრაფ დატენვას 15°C ტემპერატურიდანაც კი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბატარეის რესურსს. Porsche ამტკიცებს, რომ იდეალურ პირობებში 10 წუთში შესაძლებელია 300 კმ-ზე მეტი გარბენის დამატება.
Formula E-ს გამოცდილების და Porsche-ს ინჟინერიის შერწყმით შეიქმნა SUV, რომელიც აერთიანებს:
რბოლის დონის ეფექტურობას
პრემიუმ კომფორტს
და მომავლის ტექნოლოგიებს - მათ შორის უკაბელო (wireless) დატენვასაც.
Cayenne Electric არა მხოლოდ Porsche-ს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოდელია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ელექტრომობილი, რომელიც მომავალში გზაზე Formula E-ს ინოვაციას გადაიტანს.