“ჩვენი მიზანია, დავნერგოთ თანამედროვე და ჭკვიანი ტექნოლოგიები საქართველოში” - ინტერვიუ MG Solution-ის დირექტორ გეგა მეთეფშიშვილთან

“ჩვენი მიზანია, დავნერგოთ თანამედროვე და ჭკვიანი ტექნოლოგიები საქართველოში” - ინტერვიუ MG Solution-ის დირექტორ გეგა მეთეფშიშვილთან

“ჩვენი მიზანია, დავნერგოთ თანამედროვე და ჭკვიანი ტექნოლოგიები საქართველოში” - ინტერვიუ MG Solution-ის დირექტორ გეგა მეთეფშიშვილთან

Mar 27, 2025

საქართველოში ელექტრომობილებისადმი ინტერესი სტაბილურად იზრდება, თუმცა ამ ცვლილების მხარდაჭერა მხოლოდ ავტომობილების იმპორტით არ სრულდება — აუცილებელია ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით კი დამტენების ქსელის განვითარება.

სწორად ამ საჭიროებაზე პასუხად იმართება საქართველოშ ელექტრომობილების პირველი გამოფენა – EV Exposition, სადაც მონაწილეობს კომპანია MG Solution და წარადგენს ევროპული ხარისხის ჭკვიან დამტენებს.

MG Solution-ის ტექნოლოგია არა მხოლოდ ამარტივებს ელექტრომობილების ყოველდღიურ გამოყენებას, არამედ ხელს უწყობს განახლებადი ენერგიების ინტეგრაციასა და ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციას.

თემაზე ვესაუბრეთ MG Solution-ის დირექტორს გეგა მეთეფშიშვილს:

  • MG Solution 2018 წელს დავაფუძნეთ. თავდაპირველად საქმიანობა დავიწყეთ მაღალი წნევის მიმართულებით: ვაწარმოებდით სამედიცინო, ტექნიკურ და სხვა ტიპის აირების ბალონებს, ონკანებს, სარქველებსა და რედუქტორებს.

2022 წლიდან კი დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება — ელექტრომობილების დამტენების იმპორტი. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ მზის პანელების სფეროშიც და მალე დავიწყებთ სრულ სერვისს — კონსულტაციიდან მონტაჟამდე.

ჭკვიანი დამტენები — ევროპული ხარისხი საქართველოში

  • ელექტრომობილების დამტენების მიმართულებით პარტნიორად ავირჩიეთ ლიტვური კომპანია Elinta Charge, რომელიც 1991 წლიდან ფუნქციონირებს და თავდაპირველად სპეციალიზირებული იყო ჭკვიან ელექტროხელსაწყოებზე. მოგვიანებით კი გადავიდა ელექტრომობილების კონვერსიასა და საკუთარი ჭკვიანი დამტენების შექმნაზე.

Elinta Charge-ის დამტენები ორიენტირებულია AC ტიპის (ცვლადი დენის) დამტენებზე, სიმძლავრით 3.7-დან 44 კილოვატამდე. ისინი განკუთვნილია როგორც სახლის, ისე საზოგადოებრივი მოხმარებისთვის და მათი მართვა შესაძლებელია სპეციალური მობილური აპლიკაციით – ჩართვა, გამორთვა, რეგულირება და სხვა.

დამტენები სრულად შეესაბამება უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს. აღჭურვილია მაღალი ხარისხის კომპონენტებით და არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის — Red Dot Design Award 2018, რომელიც დიზაინისა და ფუნქციონალის სრულყოფილ ბალანსზე მიუთითებს.

ჩვენი დამტენები განკუთვნილია მსუბუქი ავტომობილებისთვის, მიკროავტობუსებისთვისა და სატვირთო მანქანებისთვისაც.

https://www.youtube.com/watch?v=6sgSNyKUF4k 

რით გამოირჩევა Elinta Charge-ის პროდუქტი?

დამტკიცებული ხარისხი — Elinta Charge 2017 წლიდან 45-ზე მეტ ქვეყანაში აწარმოებს დამტენებს და დღესაც მრავალ მსხვილ კლიენტთან თანამშრომლობს.
ჭკვიანი მენეჯმენტი — შესაძლებელია დისტანციური მართვა, პარამეტრების შეცვლა და ენერგიის ოპტიმიზაცია.
მზის ენერგიის ინტეგრაცია — დამტენები შესაძლებელია შეერთდეს მზის პანელებზე და აწარმოოს სიმძლავრის განაწილება.
ინოვაციური პროექტები — ერთ-ერთ პროექტში 150 დამტენიანი საპარკინგე სივრცეა შექმნილი, რაც კომპანიის შესაძლებლობების დემონსტრაციაა.
მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი — სტანდარტულად ვთავაზობთ 2-წლიან გარანტიას, საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლებელია მისი გაგრძელება 5 წლამდე.

EV Exposition-ზე მონაწილეობა

ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გამოფენაში მონაწილეობას, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ასეთი ინიციატივები განსაკუთრებულია და არ გვინდა, რომ პირველ ტალღას ჩამოვრჩეთ — პირიქით, გვინდა გავაზიაროთ ჩვენი ხედვა და ვაჩვენოთ ტექნოლოგიური პროგრესი.

ელექტრომობილებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოში

ელექტრომობილების პოპულარიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული დამტენების ხელმისაწვდომობასთან. სწორედ ამიტომ, ჩვენი დამტენები უკვე განთავსებულია ისეთ ლოკაციებზე, როგორიცაა E-Motors, Strada Motors, და სულ ცოტა ხნის წინ თიბისი ბანკმა შეიძინა ჩვენი მოწყობილობა ერთ-ერთი რეგიონული ფილიალისთვის.

ჩვენი რეალიზებული პროექტების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და კიდევ უფრო მასშტაბურ გეგმებზე ვმუშაობთ.

R

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @