
NIO აზერბაიჯანში გაფართოებას გეგმავს
Nov 29, 2024
ჩინური ელექტროავტომობილების მწარმოებელი NIO გლობალურ გაფართოებას აგრძელებს. ახლახანს NIO-მ დააანონსა აზერბაიჯანში შესვლა.
NIO-მ შექმნა პარტნიორობა Green Car-თან, რომელიც იქნება ადგილობრივი დისტრიბუტორი და სერვის პროვაიდერი აზერბაიჯანში. აღნიშნულ პარტნიორობასთან ერთად დაიწყება NIO-ს დამუხტვის ინფრასტრუქტურის, მათ შორის ბატარეის გაცვლის სადგურების და NIO Houses-ის შექმნა ქვეყანაში. NIO-ს მიწოდებები აზერბაიჯანში დაიწყება 2025 წლის მეორე კვარტალში.
NIO საერთაშორისო ბაზარზე პირველა 2021 წელს გავიდა და დღეის მონაცემებით 6 მოდელს სთავაზობს ევროპის 10 ქვეყანას. გასულ თვეში კი NIO-მ გააფართოვა ოპერაციები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.