Lucid-ს Tesla-ს Supercharger ქსელში წვდომა ექნება და 2026 წლის Air სერიის განახლებებს წარადგენს

Aug 15, 2025

Lucid Motors-მა განაცხადა, რომ ყველა Lucid Air მოდელს 31 ივლისიდან ექნება წვდომა Tesla-ს Supercharger ქსელზე. კომპანია ასევე ავლენს 2026 წლის Air სერიის განახლებებს - გაზრდილი სვლის მარაგით, კომფორტის გაუმჯობესებული ფუნქციებით და მოწინავე ADAS შესაძლებლობებით ყველა ვერსიაში.

თვიდან მოყოლებული, Lucid Air-ის ყველა მფლობელი, წლოვანებისა და კომპლექტაციის მიუხედავად, შეძლებს ჩრდილოეთ ამერიკაში Tesla-ს Supercharger სადგურებზე დამუხტვას Lucid-ის ოფიციალური NACS ადაპტერით.

Lucid კვლავ შეინარჩუნებს მხარდაჭერას CCS1 საჯარო დამტენ ქსელებისთვისაც.

Lucid-ის ძალოვან დანადგარებზე უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ემად დლალამ აღნიშნა: „გარდა იმისა, რომ ვთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე გრძელმავალ ელექტრომობილს, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩვენს კლიენტებს ჰქონდეთ მაქსიმალურად ფართო და კომფორტული წვდომა საჯარო დამუხტვაზე. Tesla-ს Supercharger ქსელში Lucid Air-ის წვდომა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.“

2026 წლის Air სერია - წარმადობა, კომფორტი და ტექნოლოგიები

კომპანიამ დაადასტურა განახლებები Air-ის მთელ ხაზში:

  • Air Grand Touring - ინარჩუნებს 512 მილის EPA სვლის მარაგს

  • Air Touring - იღებს 6%-იან ზრდას, სვლის მარაგი - 693 კმ

ყველა ვერსია (Pure, Touring, Grand Touring) იღებს განახლებულ AC კომპრესორებს, რომლებიც აუმჯობესებს გაგრილების შესაძლებლობას და ამცირებს კაბინის ხმაურს

ინტერიერის გაუმჯობესებები:

  • Air Pure-ში არჩევით შეთავაზებად დაემატა 20-მიმართულებიანი წინა სავარძლები მასაჟის ფუნქციით (Touring და Grand Touring-ზე სტანდარტულია)

  • არჩევითი Comfort & Convenience პაკეტი - უკანა ტაჩსქრინი და გაფართოებული ცენტრალური კონსოლის სათავსო

ADAS სისტემის განახლება:

DreamDrive Pro იღებს Hands-Free Drive Assist და Hands-Free Lane Change Assist ფუნქციებს, რომლებიც ამცირებს მძღოლის დაღლას ავტომაგისტრალზე მგზავრობისას

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @