
იტალიის რკინიგზა მზის ელექტროსადგურის პროექტზე €1.3 მლრდ ინვესტირებას ახორციელებს
Dec 30, 2024
იტალიის სახელმწიფო რკინიგზის კომპანია Ferrovie dello Stato გეგმავს ფოტოვოლტური ელექტროსადგურის მშენებლობაზე €1.3 მილიარდის ინვესტიციას. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია 1 გეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურის ამოქმედება, რაც კომპანიის ენერგომოთხოვნილების 19%-ს დააკმაყოფილებს.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფანო დონარუმამ, იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პროექტს ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლების დაინტერესების პოტენციალი აქვს. Ferrovie dello Stato-ს მიზანია ელექტროსადგურის მენეჯმენტის გადაცემა პარტნიორ ფირმაზე.
„ჩვენ არ ვგეგმავთ ელექტროსადგურების მართვას, თუმცა შეგვიძლია პარტნიორთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა პროექტში კონტრაქტის ვადით ან უკვე არსებული ელექტროსადგური შევისყიდოთ,“ – აღნიშნავს დონარუმა.
კომპანია ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს კომერციულ ბანკებთან, რათა უზრუნველყოს პროექტისთვის ფინანსური მხარდაჭერა. დონარუმას თქმით, ეს ინიციატივა Ferrovie dello Stato-ს პორტფელის გაფართოებასა და ინვესტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
პროექტის განვითარების გეგმა ითვალისწინებს 2034 წლისთვის ელექტროსადგურის სიმძლავრის 2.2 გიგავატამდე გაზრდას, რაც რკინიგზის ენერგომოთხოვნილების 40%-ს დააკმაყოფილებს.