
ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები მარტში 40%-ით გაიზარდა
Apr 17, 2025
მარტში გლობალურმა EV გაყიდვებმა 1.7 მილიონ ერთეულს მიაღწია, ხოლო 2025 წლის პირველი კვარტლის ჯამში – 4.1 მილიონს. როგორც კვლევითი კომპანია Rho Motion აცხადებს, ბაზარი კვლავ მყარად იზრდება: წლიურ ჭრილში გაყიდვები 29%-ით, ხოლო თვიურ ჭრილში – 40%-ით გაიზარდა თებერვალთან შედარებით.
ევროპა
ევროპულ ბაზარზე წლის დასაწყისიდან გაყიდვები 22%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილებზე (BEV) იყო დამოკიდებული (BEV +27%).
გერმანია – BEV გაყიდვები +37%
იტალია – +64%
დიდი ბრიტანეთი – პირველად გაყიდვებმა გადააჭარბა 100,000 ერთეულს მხოლოდ მარტში
საფრანგეთი – გაყიდვები 18%-ით დაეცა, რაც სახელმწიფო სუბსიდიების შემცირებას უკავშირდება (BEV -5%, PHEV -47%)
ჩრდილოეთ ამერიკა
ჩრდილოეთ ამერიკაში ელექტრომობილების გაყიდვები პირველ კვარტალში 16%-ით გაიზარდა. თუმცა ბაზრის პერსპექტივა ბუნდოვანია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების გამო.
თებერვალში დაწესდა 25%-იანი ტარიფი კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე
მარტში გაფართოვდა ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე
აშშ-ში ელექტრომობილების დაახლოებით 40% იმპორტირებულია იაპონიიდან, კორეიდან და მექსიკიდან, რაც ტარიფების პირობებში ფასების ზრდას ნიშნავს.
ჩინეთი
ჩინეთი კვლავ ლიდერია EV ბაზარზე, სადაც გაყიდვები წლიურად 36%-ით გაიზარდა. მარტში ჩინეთში თითქმის 1 მილიონი EV გაიყიდა, რაც მანამდე მხოლოდ 2024 წლის აგვისტოში დაფიქსირდა.
ტარიფების ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის ჩინეთზე მცირე გავლენას მოახდენს, რადგან EV ექსპორტი აშშ-დან შედარებით მცირეა. თუმცა Tesla-ის Model S და Model X, რომლებიც აშშ-დან იგზავნება ჩინეთში, შესაძლოა ტარიფების გამო ორჯერ გაძვირდეს.
გაყიდვების მაჩვენებლები – 2025 Q1 (Y/Y ცვლილება):
გლობალურად: 4.1 მილიონი ერთეული / +29%
ჩინეთი: 2.4 მილიონი / +36%
ევროპა: 0.9 მილიონი / +22%
ჩრდილოეთ ამერიკა: 0.5 მილიონი / +16%
დანარჩენი მსოფლიო: 0.3 მილიონი / +27%
ელექტრომობილების გაყიდვები იზრდება როგორც თვეში, ასევე კვარტალში და წლიურად.