
Ford-ის ახალი ელექტრო სუპერ ავტომობილი – Super Mustang Mach-E Pikes Peak-ის დასაპყრობად ემზადება
Jun 3, 2025
Ford Performance წელს კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ რბოლაში – Pikes Peak-ის აღმართზე. ამჯერად კი ასპარეზზე გამოჰყავს თავისი ელექტრომობილის, Mustang Mach-E-ის, ახალი, სუპერ ვერსია. ეს მოდელი სპეციალურად ამ რბოლისთვისაა შექმნილი და გამოირჩევა ძალიან ძლიერი ძრავით და მაღალი აეროდინამიკურობით, რაც რბოლის დროს მანქანის სტაბილურობას მნიშვნელოვნად ზრდის.
"რბოლა ღრუბლებთან" და EV ტექნოლოგიის შოუ
Pikes Peak-ის რბოლა – 20 კილომეტრიანი მონაკვეთი 156 მოსახვევით და 4,300 მეტრამდე სიმაღლეზე – უკვე 100 წელზე მეტია იმართება. ბოლო წლებში კი იქცა ადგილად, სადაც ელექტრომობილების ინჟინრები თავიანთ ინოვაციურ მიღწევებს უჩვენებენ მსოფლიოს.
2024 წელს Ford-მა თავისი F-150 Supertruck-ით მოიგო „დღის ყველაზე სწრაფი ასვლის“ ტიტული.
Super Mustang Mach-E – Ford-ის ახალი ელექტრო ჭურვი
Ford Performance-მა ოფიციალურად წარადგინა 2025 წლის რბოლისთვის დამზადებული სუპერ მოდელი, სახელად Super Mustang Mach-E. მანქანა აღჭურვილია 2,780 კგ დაჭერის ძალით, რაც მას უზუსტესად მართვადს ხდის რთულ და მოსახვევებით სავსე მარშრუტზე.
მანქანას უძღვება ცნობილი ფრანგი მრბოლელი რომენ დიუმა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს როგორც ლე მანის 24-საათიან რბოლაში, ასევე Nürburgring და Daytona-ს რბოლებში.
Ford-ის მიზანი: ჰეთ-ტრიკი Pikes Peak-ზე
დიუმაm უკვე ორჯერ მოიგო რბოლა Ford-ის სახელით, მათ შორის 2023 წელს SuperVan-ით. ახლა კი მას შანსი აქვს მესამედ დაიპყროს მწვერვალი Super Mustang Mach-E-ით და მიანიჭოს Ford-ს ზედიზედ მესამე გამარჯვება.
2025 წლის 22 ივნისს, Pikes Peak-ის 103-ე რბოლაზე გაირკვევა, შეძლებს თუ არა Ford თავისი ტიტულის დაცვას. Super Mustang Mach-E არის კიდევ ერთი ნაბიჯი Ford-ისგან, რომელიც აჩვენებს, რომ ელექტრომობილებს შეუძლიათ არა მხოლოდ კონკურენცია გაუწიონ, არამედ დაძლიონ ყველაზე ექსტრემალური გამოწვევებიც.