
Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი მალე გამოვა – წლების მუშაობის შედეგი მზად არის!
Apr 22, 2025
Ferrari 2025 წლის ოქტომბერში წარადგენს თავის პირველ ელექტრომობილს – Ferrari Elettrica-ს. კომპანიის ხელმძღვანელი ჯონ ელკანი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი შემთხვევითი არ არის – ბრენდი წლებია ემზადება ელექტროფიციკაციისთვის, ჯერ კიდევ ფორმულა 1-ის ჰიბრიდული სისტემებიდან დაწყებული.
Ferrari-მ 2019 წელს უკვე დაიწყო ჰიბრიდული მოდელების გამოშვება და ახლა მზადაა, სრულად ელექტრონულ მანქანაზეც გადავიდეს.
რა ვიცით ახალ მოდელზე?
ახალი ელექტრომობილი გამოვა 2025 წლის ოქტომბერში
ავტომობილი დამზადდება იტალიაში, მარანელოში, კომპანიის ახალ ქარხანაში
ყველა ძირითადი ელექტრონული ნაწილი თავად Ferrari-ს მიერ ხელით იქმნება
კომპანია არ უარყოფს ბენზინიან და ჰიბრიდულ მოდელებს – სამივე ტიპს ერთად განავითარებს
ჰიბრიდები უკვე გაყიდვების 51%-ს შეადგენს
Ferrari-ს მიზანია, რომ ტექნოლოგიები, რომლებმაც წარმატება მოუტანა რბოლის ტრასებზე, ახლა ქუჩის ავტომობილებშიც განავითაროს.