მომავლის ენერგია: Nissan ახალ რევოლუციურ ბატარეებზე უკვე მუშაობს

Jun 19, 2025

Nissan მზად არის დაბრუნებისთვის და ამაში მას მყარ მდგომარეობაში მყოფი ბატარეები (solid-state batteries) უნდა დაეხმაროს – ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის სავალ მანძილს, შეამცირებს დატენვის დროს და საბოლოოდ ელექტრომობილებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

კომპანიის განცხადებით, პირველი ელექტრომობილი ამ ბატარეებით უკვე განვითარების სტადიაშია და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. Nissan-მა ჯერ კიდევ 2021 წელს გამოაცხადა, რომ ახალ ტექნოლოგიაზე აქტიურად მუშაობდა და მისი გამოშვება 2029 წლამდე იგეგმებოდა, თუმცა ახლა ვრცელდება ცნობები, რომ ყველაფერი შესაძლოა ერთი წლით ადრე, 2028 წელსაც კი მოხდეს.

Nissan-ის ევროპის პროდუქტის დაგეგმარების დირექტორის თქმით, ისინი ვერ აჩქარებენ პროცესს – მათი მთავარი პრიორიტეტი სანდოობა და მომხმარებლის მოლოდინების დაკმაყოფილებაა.

მყარი მდგომარეობის ბატარეები ბევრისთვის თამაშის წესების შემცვლელად მიიჩნევა – ისინი 30%-ით მეტ ენერგიას ინახავენ და სავარაუდოდ ერთი მესამედით ამცირებენ დატენვის დროს, რაც ელექტრომობილების გამოცდილებას რადიკალურად გააუმჯობესებს.

ამ ეტაპზე უცნობია, რომელ მოდელში გამოჩნდება პირველი ასეთი ბატარეა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა სპორტული ავტომობილი იყოს – მაგალითისთვის, Nissan ცოტა ხნის წინ წარადგინა Hyper Force-ის კონცეპტი, რომელიც ვიზუალურად GT-R-ს წააგავს და წარმოუდგენელ სიმძლავრეს ფლობს.

სავარაუდოა, რომ ამ ინოვაციას Nissan არა მხოლოდ სრულად ელექტრულ, არამედ ჰიბრიდულ მოდელებშიც გამოიყენებს. თუმცა მანამ, სანამ Nissan თავისი გეგმების რეალიზაციას დაიწყებს, სხვა გიგანტი კომპანიები – Toyota, Volkswagen, BYD და CATL – მსგავსი ბატარეებით ავტომობილების გამოშვებას უკვე 2027 წლისთვის გეგმავენ.

ერთი რამ ცხადია – ელექტრომობილების მომავალი ამ ახალ ტექნოლოგიებზე გადის, და Nissan არ აპირებს თამაშიდან გამოთიშვას.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @