
ილონ მასკი: თვითმართვად მანქანებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება
Nov 10, 2025
ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla აპირებს ელექტრომობილების წარმოების გაზრდას მომავლის მოთხოვნაზე დაყრდნობით, რომელიც, მისი თქმით, გაჩნდება მაშინ, როცა კომპანია სრულად ავტომატურ მართვას (Full Self-Driving) დანერგავს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Tesla-ს წარმოების გეგმები არაერთხელ შეიცვალა. დასაწყისში კომპანია მიზნად ისახავდა ყოველწლიურად 50%-იან ზრდას და 2030 წლისთვის 20 მილიონი მანქანის წარმოებას.
თუმცა ამჟამად Tesla-ს აქვს მხოლოდ 3 მილიონამდე ერთეულის წლიური სიმძლავრე, საიდანაც გამოიყენება დაახლოებით 60% - შემცირებული მოთხოვნის გამო.
მიუხედავად ამისა, მასკი ახლა ამბობს, რომ დროა წარმოების გაფართოება დაიწყოს: “მე ვგრძნობ თავდაჯერებულად, რომ Tesla უნდა გააფართოვოს წარმოება. მანამდე მერყეობდა, სანამ არ გვექნებოდა სიცხადე თვითმართვადი სისტემის მიღწევაში, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ეს რეალურია და უნდა დავიწყოთ სწრაფი გაფართოება.”
მასკმა აღნიშნა, რომ არის “100%-ით დარწმუნებული”, რომ Tesla მალე მიაღწევს სრულად თვითმართვად სისტემას, ანუ მანქანას, რომელსაც აღარ დასჭირდება ადამიანური ზედამხედველობა.
მისი თქმით, როგორც კი ადამიანები შეძლებენ მანქანაში ყოფნისას მესიჯების წერა-მიპასუხებას, მოთხოვნა ავტომატურად გაიზრდება: “წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ წეროთ მესიჯები გზაში ყოფნისას, იმიტომ რომ მანქანა ყველაფერს თავად აკეთებს - ვინც შეძლებს, ასეთ მანქანას აუცილებლად იყიდის.”
ყველაზე დიდი წარმოების ზრდა უკავშირდება Cybercab-ს, რომელიც Tesla-ს პირველი სრულად თვითმართვადი ტაქსი იქნება - საჭის და პედლების გარეშე.
მასკის თქმით, Cybercab-ის წარმოება დაიწყება 2026 წლის მეორე კვარტალში, თუმცა თუ კომპანიამ ამ დროისთვის თვითმართვადი სისტემა ვერ დაასრულა, მანქანა პრაქტიკულად გამოუსადეგარი დარჩება.
Tesla აცხადებს, რომ წელს აპირებს Robotaxi-ს უსაფრთხოების მონიტორის მოხსნას ოსტინში (ტეხასში) და მომხმარებლებისთვის “უმეთვალყურეო” თვითმართვის რეჟიმის ჩართვას.
თუმცა ექსპერტების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი - თვითმართვადი სისტემის სრული პასუხისმგებლობა Tesla-ს მხარეს გადატანილი ჯერ არ არის და პროგრამა კვლავ შეზღუდულ ზონებში ტესტირების ეტაპზეა.