
Mar 7, 2025
წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ავტომობილს შეუძლია დრონის გაშვება პირდაპირ სახურავიდან. სწორედ ამას გვთავაზობენ BYD და DJI თავიანთი ახალი Lingyuan სისტემით — პირველი ავტომობილში ინტეგრირებული დრონის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ, დატენოთ და გამოიყენოთ დრონი უშუალოდ თქვენი ელექტრომობილიდან.
მიზანი?
გზის ულამაზესი ხედების გადაღება
რეალურ დროში საცობების შემოწმება
საგანგებო სიტუაციებში დახმარება
Shenzhen-ში წარდგენილი Lingyuan სისტემა ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია BYD-ის შერჩეულ ელექტრომობილებში და მოიცავს შემდეგ ფუნქციებს:
ავტომობილის სახურავზე დასადგომი პლატფორმა – მარტივი აფრენა და დაჯდომა
ავტომატური ფრენის ტრეკინგი – დრონი მიჰყვება თქვენს მანქანას მოძრაობისას
სწრაფი დამუხტვა და უსაფრთხო შენახვა – შეუფერხებელი ოპერაციისთვის
AI-ით გაძლიერებული ვიდეო რედაქტორი – მყისიერი და პროფესიონალური კადრებისთვის
მხოლოდ ერთი შეხებით, მძღოლებს შეუძლიათ DJI-ის დრონის გაშვება, რაც ჩვეულებრივი მგზავრობას შთამბეჭდავ საჰაერო თავგადასავლად აქცევს. Lingyuan სისტემა ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი, თუმცა წარმატების შემთხვევაში შესაძლოა გლობალურადაც გავრცელდეს.
BYD-ის ტექნოლოგიური უპირატესობა 1.48 ტრილიონი დოლარის ღირებულების ავტობაზარზე
როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი EV მწარმოებელი, BYD სმარტ-მობილობის სფეროში ლიდერობას არ თმობს. ჩინეთის უკიდურესად კონკურენტულ საავტომობილო ბაზარზე დომინირებისთვის კომპანია ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და პრემიუმ ფუნქციებს იყენებს.
„BYD-ისა და DJI-ის თანამშრომლობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ დრონის მოთავსება მანქანაში“, – ამბობს BYD-ის თავმჯდომარე. „ეს არის ახალი, მთლიანად ინტეგრირებული სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე დამუშავებული და დახვეწილია.“
რომელ BYD მოდელებზე იმუშავებს DJI-ის დრონები?
Lingyuan სისტემა უკვე შეუერთდა შემდეგ მაღალი კლასის BYD-ის მოდელებს:
Yangwang U8
Denza N9
Sealion 07 DM-i
სპეციალური გამოცემა Bao 8 SUV (უკვე აღჭურვილი დრონის სისტემით)
BYD-ის სმარტ-მობილობის ინოვაციები ამით არ სრულდება. კომპანიამ ცოტა ხნის წინ წარადგინა „God’s Eye“ – ავტონომიური მართვის სისტემა, რომელიც 21 მოდელზე სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება.
Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.
კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.
სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge