Chevrolet ZR1X: ყველაზე მძლავრი Corvette, მაგრამ ელექტრო ვერსია ჯერ კიდევ ლოდინის რეჟიმშია

Jun 18, 2025

Chevrolet-ის ახალი სუპერ მანქანა – ZR1X – ისტორიაში ყველაზე მძლავრი Corvette-ია, თუმცა კითხვები იზრდება: მოსალოდნელია თუ არა სრულად ელექტრო ვერსია? პასუხი ჯერ კატეგორიული არ არის – და ეს თავისთავად საინტერესოა.

Chevy-მ 2023 წელს გამოუშვა თავისი პირველი ელექტრიფიცირებული Corvette – E-Ray, რომელიც 1.1 კილოვატსაათის ბატარეით აღჭურვილი ჰიბრიდია. ის მხოლოდ ელექტროზე ვერ გადაადგილდება, მაგრამ სერიოზულ ბუსტს სძენს კლასიკურ V8 ძრავს.

ახლა კი გამოჩნდა ZR1X – ახალი ჰიბრიდი, რომელსაც E-Ray-ზე 26%-ით მეტი ენერგიის მქონე ბატარეა აქვს და ერთობლივად 1,250 ცხენის ძალას აწარმოებს. ეს უკვე Corvette-ის ჰიპერქარის დონეა.

ელექტრო Corvette? – ჯერჯერობით არა, მაგრამ...

ZR1X-ის წარდგენამდე გამართულ პრესკონფერენციაზე Corvette-ის მთავარ ინჟინერ პირდაპირ კითხეს – იქნება თუ არა სრულიად ელექტრო Corvette უახლოეს მომავალში?

„ჯერ არა. დღეს აქ ვართ, რათა წარმოვადგინოთ ჰიბრიდული პერფორმანსის შესაძლებლობები. მაგრამ, როგორც ინჟინერი, არასდროს ვამბობ “არასდროს”, - განაცხადა მან. 

ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერს გეგმავენ, არც გამორიცხავენ – და ეს უკვე საკმარისია სპეკულაციის გასაძლიერებლად.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @