ნახეთ Mercedes-ის ელექტრო ვანი, რომელიც სახლს უფრო ჰგავს, ვიდრე მანქანას

Jun 12, 2025

ეს უკვე ტრანსპორტი აღარ არის — ეს არის მოძრავი კინოთეატრი, მუსიკალური ლაუნჯი და გეიმინგ სივრცე ერთში. Mercedes-ის ახალი Vision V ფუფუნების ვანი ელექტრომობილების ახალ ერას უხსნის გზას.

Mercedes-Benz 2026 წლიდან გეგმავს სრულიად ახალი თაობის ელექტრო ვანის გამოშვებას, რომლის პროტოტიპიც უკვე დაათვალიერეს შანხაიში, დუბაიში კი გლობალური ტურნე დაიწყო. ბრენდის განცხადებით, Vision V იქნება „მულტიფუნქციური ფუფუნების მანქანების მწვერვალი“.

მოდულური პლატფორმა მომავლისთვის

ახალი ელექტრო ვანი აგებულია VAN.EA პლატფორმაზე — ესაა მოდულური არქიტექტურა, რომელზეც Mercedes გეგმავს შექმნას როგორც VIP ლიმუზინები, ასევე ოჯახური ელექტრომობილები. ამით ბრენდი სრულიად ახალ სტანდარტებს სთავაზობს მულტიპროფილურ მომხმარებლებს.

ლაუნჯი, კინოთეატრი და გეიმინგ სივრცე — ყველაფერი ერთ სივრცეში

Vision V-ს ინტერიერი იქმნება როგორც დახურული ლაუნჯი, სადაც მგზავრებს დახვდებათ:

  • 65-დიუმიანი კინოპანელი, რომელიც ავტომატურად ამოიწვერება იატაკიდან;

  • 42-დინამიკიანი Dolby Atmos აუდიო სისტემა, ნაწილობრივ ჩაშენებული სავარძლებში;

  • 7 პროექტორი სრული 360-გრადუსიანი აუდიო-ვიზუალური გამოცდილებისთვის;

  • ინტერიერის განათება, რომელიც მუსიკის რიტმზე იცვლება;

  • სრულად გადაშლადი სავარძლები მოდუნებისთვის;

  • ინტეგრირებული გეიმინგ ფუნქცია, Karaoke და ინტერაქტიული შოპინგი.

კომპანია გეგმავს სერიული მოდელის გამოშვებას 2026 წელს — თუმცა საბოლოო ფასი ჯერჯერობით უცნობია.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @