BYD ელექტრომობილებში DeepSeek AI-ს ჩააშენებს - რა გამოწვევა იქნება ეს Tesla-სთვის?

Feb 13, 2025

ჩინურმა ავტომწარმოებელმა BYD-მა პარტნიორობა გააფორმა DeepSeek-თან, რათა შეიმუშაოს ინოვაციური ავტონომიური მართვის ტექნოლოგია და ელექტრომობილებში უახლესი თაობის ხელოვნური ინტელექტი ჩააშენოს — რაც შესაძლოა Tesla-სთვის ახალ გამოწვევად იქცეს.

DeepSeek, ჩინეთში დაფუძნებული გენერაციული AI კომპანია, ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან მისი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია OpenAI-ს კონკურენტუნარიან ალტერნატივად მიიჩნევა, უფრო დაბალ ფასად და ნაკლები რესურსის მოთხოვნით.

Tesla-სგან განსხვავებით, BYD უფრო ფრთხილი მიდგომით ავითარებდა ავტონომიურ მართვის ტექნოლოგიებს. თუმცა, კომპანია უკვე ყველა თავის მოდელში ნერგავს "God’s Eye" მოწინავე მძღოლის დამხმარე სისტემას (ADAS) — მაღალი კლასის YangWang მოდელებიდან დაწყებული, $13,700-ზე ნაკლებად ღირებული ავტომობილებით დასრულებული.

BYD-ის AI-ზე დაფუძნებული გაფართოება

როგორც ცნობილია, AI და ავტომობილის მართვის ჭკვიანი სისტემა BYD-ისთვის ისეთივე საბაზისო ფუნქციონალად იქცევა, როგორც დღეს უსაფრთხოების ღვედი ან მონიტორია.

საწყის ეტაპზე, DeepSeek-ის ხელოვნურმა ინტელექტმა მძღოლის დამხმარე ასისტენტის ფუნქცია უნდა შეასრულოს და 24/7-ზე ავტომობილისა და მისი მგზავრების უსაფრთხოებაზე იზრუნოს. BYD-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, DeepSeek-თან პარტნიორობის დაწყება სრულიად ავტონომიური სისტემის შექმნის მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯია, რომელსაც მომავალში აუცილებლად მოჰყვება ავტოპილოტის დანერგვა.

ამჟამად BYD-ის "God’s Eye" სისტემა სამი სხვადასხვა ვერსიითაა ხელმისაწვდომი. ეს სისტემა მუშაობს Xuanji არქიტექტურაზე, რომელიც იყენებს ბორტზე ჩამონტაჟებულ ჩიპებს, ღრუბლოვან გამოთვლას და AI-მართვის სენსორებს. ახლა BYD ამ ტექნოლოგიას DeepSeek-ის R1 AI მოდელს აერთებს, რაც გააუმჯობესებს მანქანების ინტელექტუალურ ფუნქციებს – მანქანები უკეთესად აღიქვამენ გარემოს და სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს.

ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ BYD-ის ავტომობილებს ბაზარზე 2025 წლიდანვე შეხვდებით, თუმცა AI-ის ინტეგრაციის დონე დროთა განმავლობაში გაიზრდება. როგორც BYD-ში აცხადებენ, კომპანია კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას არა ფასების შემცირებით, არამედ ისეთი ინოვაციური ფუნქციონალის დამატებით გეგმავს, რომლის მსგავსი სხვა ავტომწარმოებლებს უბრალოდ არ აქვთ.

უნდა აღინიშნოს, რომ BYD მსოფლიოში პირველი კომპანია იქნება, რომელსაც DeepSeek-ის ხელოვნურ ინტელექტთან ექნება წვდომა, რაც იმდენად მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, რომ მისი გავრცელების ფონზე, კომპანიის საბაზრო შეფასება რეკორდულ 134 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

Tesla-ს რეგულაციებთან დაკავშირებული დაბრკოლებები ჩინეთში

Tesla დიდ ფსონს დებს ავტონომიურ მართვაზე, მაგრამ რეგულაციების გამო ჩინეთში მისი სრული ავტონომიური მართვის (FSD) გაშვება შეფერხებულია.

კომპანიის CEO ელონ მასკმა ამ სირთულეებზე Tesla-ს პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშის განხილვისას ისაუბრა:

„გვაქვს გარკვეული გამოწვევები… ჩინეთი არ გვრთავს ნებას, გავიტანოთ ტრენინგის ვიდეოები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ხოლო აშშ არ გვაძლევს უფლებას, AI ტრენინგი ჩინეთში ჩავატაროთ. ასე რომ, რთულ სიტუაციაში ვართ.”

მიუხედავად ამისა, Tesla განაგრძობს FSD და რობოტაქსის განვითარებას აშშ-ში და 2025 წლის ივნისში, ოსტინში პირველ რობოტაქსის სერვისს ჩაუშვებს.

BYD-ის მკვეთრი აღმასვლა

BYD ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა, რომელმაც გასულ წელს გაყიდვებით Tesla-ს გადაუსწრო. BYD Auto ჩინეთში 2003 წელს გამოჩნდა და ის წლების განმავლობაში ბიუჯეტური, შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების წარმოებით იყო დაკავებული. 2008 წელს კი BYD-ში ინვესტირების გადაწყვეტილება მსოფლიოს წამყვანმა საინვესტიციო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-მ მიიღო.

BYD-ის შეფასება 10-წლიან პერიოდში თითქმის 1,000%-ით გაიზარდა, მისმა კაპიტალიზაციამ კი $134 მილიარდს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინური ავტომწარმოებელი კომპანია უფრო ძვირადაა საფონდო ბირჟაზე შეფასებული, ვიდრე Ferrari, Mercedes-Benz, Porsche, Volkswagen და BMW.

BYD-ს მკვეთრი აღმასვლა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული:

  • ჩინური ელექტრომობილების ტექნიკური შესაძლებლობები

  • ინოვაციური დიზაინი

  • ხელმისაწვდომობა და კონკურენტული ფასები

BYD-ს პორტფელი თითქმის ყველა სეგმენტს მოიცავს — კომპანიას ჰყავს როგორც ბიუჯეტური, ასევე ულტრა-პრემიუმ კლასის ელექტრომობილები და სუპერქარები. 

BYD, რომელიც უკვე Tesla-სთან EV გაყიდვებში კონკურენციას უწევს, კიდევ უფრო ძლიერდება უფრო ხელმისაწვდომი, AI-ზე დაფუძნებული ელექტრომობილებით.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს 100%-იანი ტარიფები ჩინურ EV-ებზე BYD-ს ამერიკულ ბაზარზე შეღწევის საშუალებას არ აძლევს, ჩინეთში მისი დომინანტურმა პოზიციამ შესაძლოა თამაშის წესები სრულად შეცვალოს. 


Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @