BYD-ი მზად არის Ford-ს და Honda-ს გლობალურ გაყიდვებში გადაასწროს

Dec 11, 2024

გლობალური ავტოინდუსტრიის გარდამავალი ცვლილებების პირობებში, BYD-ი ტრადიციული ავტომწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი კონკურენტი აღმოჩნდა.

BYD-ი ყოვედღიურად მიიწევს წინ და მიზნად ისახავს, გადაასწროს ისეთ ინდუსტრიულ ლიდერებს, როგორებიცაა Ford და Honda. კომპანიამ მხოლოდ ნოემბერში 506,804 ავტომობილი გაყიდა, ხოლო წლის საერთო გაყიდვები 3.7 მილიონ ერთეულს აღწევს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 40%-ით მეტია.

ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც BYD-ის წარმატებას უსვამს ხაზს:

  • 2024 წელს გაყიდვების მიზანი – 4 მილიონი ავტომობილი

  • 2025 წლისთვის გაყიდვების მიზანი – 5-6 მილიონი ავტომობილი

  • სურვილი, გაუტოლდეს ისეთ გლობალურ გიგანტებს, როგორებიც არიან General Motors (GM) და Stellantis

Tesla-სგან განსხვავებით BYD-ი მომხმარებლებს სთავაზობს სრულად ელექტრო და პლაგინ-ჰიბრიდული ავტომობილების პორტფელს, რაც განსაკუთრებით წარმატებული სტრატეგია აღმოჩნდა ჩინეთში, სადაც ახალი ენერგიის ავტომობილები (NEVs) ახლა ბაზრის 51.8%-ს შეადგენს.

კომპანიის წარმატება მხოლოდ გაყიდვების რიცხვებით არ შემოიფარგლება. BYD-მა 200,000 ერთეულით გაზარდა წარმოების მოცულობა, დაასაქმა 200,000 ახალი თანამშრომელი ავტო და ნაწილების წარმოებაში და თავისი გუნდი თითქმის ერთ მილიონამდე გაზარდა.

მიუხედავად წარმატებისა, BYD-ი კვლავ ჩამორჩება გლობალურ ლიდერებს. 2024 წლის პირველ 10 თვეში Toyota-მ გაყიდა 8.3 მილიონი ავტომობილი, ხოლო Volkswagen-მა წლის პირველი სამ კვარტალში – 6.5 მილიონი. Tesla-მ, რომელიც მხოლოდ EV-ებზეა კონცენტრირებული, 1.3 მილიონი ავტომობილი მიაწოდა მომხმარებლებს იმავე პერიოდში.


Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @