BYD-მა ყველაზე ბიუჯეტური ელექტრომობილი წარადგინა

Jul 25, 2025

BYD-მა ოფიციალურად წარადგინა Atto 1 ინდონეზიაში. ეს არის კომპანიის ყველაზე ბიუჯეტური ელექტრომობილი, რომელიც ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია და წარმოადგენს ჩინეთში გაყიდვებით წამყვანი მოდელის. სხვა ქვეყნებში ის წარმოდგენილია სახელებით Dolphin Mini ან Dolphin Surf.

პრეზენტაცია გაიმართა Gaikindo Indonesia International Auto Show-ზე (GIIAS), სადაც BYD-მა გააცნო ახალი საბაზისო მოდელი ორ ვერსიაში:

  • Standard Range Dynamic

  • Long Range Premium

Standard Range მოდელი აღჭურვილია 30.08 კილოვატსაათიანი BYD Blade ბატარეით და უზრუნველყოფს 300 კილომეტრის NEDC დისტანციას.

Premium ვერსია კი მოიცავს 38.88 კილოვატსაათიან ბატარეას და გთავაზობთ 380 კილომეტრს NEDC მანძილზე.

ინტერიერი მინიმალისტური და ტექნოლოგიურად დახვეწილია.

Atto 1-ს აქვს:

  • 10.1 დიუმიანი სმარტ ეკრანი Apple CarPlay და Android Auto მხარდაჭერით

  • 7 დიუმიანი ციფრული ეკრანი მძღოლისთვის

  • Premium ვერსიას დამატებული აქვს უკაბელო დამტენი და საჭე, რომელიც იხრება და იწევა

Atto 1 არის 3,959 მმ სიგრძის, 1,720 მმ სიგანის და 1,590 მმ სიმაღლის. იგი უფრო პატარაა, ვიდრე Toyota Yaris, თუმცა ოდნავ უფრო დიდი ვიდრე Kia Picanto.

Atto 1 არის BYD-ის მესამე ელექტრომობილი ინდონეზიურ ბაზარზე, და ამ დრომდე ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი. კომპანიამ უკვე შეიტანა ადგილობრივ ბაზარზე მოდელები: Seal, Atto 3 SUV და Dolphin.

ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმსხვილესი საავტომობილო ბაზარია, სადაც ელექტრომობილების გაყიდვები აქტიურად იზრდება მთავრობის ახალი პოლიტიკის წყალობით. წლის პირველ ნახევარში ელექტრომობილების წილი ბაზარზე გაორმაგდა - 5%-დან 10%-მდე.

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში Toyota-მ, რომელიც ინდონეზიის ბაზრის დაახლოებით 30%-ს აკონტროლებს, გამოაცხადა, რომ 2025 წლის ბოლომდე ადგილობრივი ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს.

——-

Solar Auto
ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @