BYD-მა ევროპაში გაყიდვები 400%-ით გაზარდა - Tesla-ს წილი კი 10%-ით შემცირდა

Oct 30, 2025

სტატია მომზადებულია სოლარ ავტოსთან კოლაბორაციით

ჩინურმა ელექტრომობილების გიგანტმა, BY-მა სექტემბერში ევროპის ბაზარზე რეკორდული ზრდა დააფიქსირა. კომპანიის ახალი ავტომობილების რეგისტრაციებმა 24,963 ერთეულს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 398%-ით მეტია.

მონაცემები გამოქვეყნდა ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მიერ და მოიცავს არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს, არამედ ნორვეგიას, შვეიცარიას, ისლანდიას, ლიხტენშტეინს და გაერთიანებულ სამეფოსაც (EU+EFTA+UK).

სექტემბრის შედეგებით:

  • ევროკავშირის ფარგლებში BYD-ის რეგისტრაციებმა 13,221 ერთეული შეადგინა, რაც 272%-ით მეტია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში (3,553 ერთეული).

  • მთლიანად ევროპაში (EU+EFTA+UK) BYD-ის რეგისტრაციებმა მიაღწია 24,963-ს, წინა წლის 5,013-თან შედარებით.

იანვარი-სექტემბრის პერიოდში BYD-ის საერთო რეგისტრაციები ევროპაში იყო 120,859 ერთეული - ეს ნიშნავს 299.5%-იან ზრდას წინა წლის 30,254-თან შედარებით.

მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებში, პირველ 9 თვეში კომპანიამ დაარეგისტრირა 80,807 ახალი ავტომობილი, რაც 248%-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის იმავე პერიოდში.

Tesla-ს გაყიდვების ვარდნა

სექტემბერში Tesla-მ ევროპაში 39,837 ახალი ავტომობილი დაარეგისტრირა, რაც 10.5%-ით ნაკლებია შარშანდელ 44,502 ერთეულთან შედარებით. 

მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით კი რეგისტრაციები შემცირდა 18.6%-ით - 31,535-დან 25,656-მდე.

წლიური ჭრილით (იანვარი-სექტემბერი) Tesla-მ ევროპაში დაარეგისტრირა 173,694 ავტომობილი, რაც 28.5%-ით ნაკლებია, ვიდრე შარშან (242,976).

მხოლოდ ევროკავშირში ვარდნა კიდევ უფრო მკვეთრია - 38.7% (181,572-დან 111,328-მდე).

BYD-ის გლობალური მონაცემები

BYD, რომელიც ჩინეთის უდიდესი ახალი ენერგიის ავტომობილების მწარმოებელია, ევროპის სამგზავრო ბაზარზე პირველად 2022 წლის სექტემბერში შევიდა.

სექტემბერში გლობალურად გაყიდული NEV (ელექტრო და ჰიბრიდული) ავტომობილების რაოდენობამ შეადგინა 396,270 ერთეული - ეს 5.5%-ით ნაკლებია წინა წლის სექტემბერთან შედარებით, თუმცა 6%-ით მეტი, ვიდრე აგვისტოში.

საგარეო ბაზრებზე გაყიდვები იყო 71,256 ერთეული, რაც 115.8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით, თუმცა 11.8%-ით ნაკლებია აგვისტოს მაჩვენებელზე.

BYD აგრძელებს დამაჯერებელ აღმავალ ტენდენციას ევროპაში, სადაც ბრენდის მრავალფეროვანი მოდელები, მათ შორის Dolphin, Atto და Seal, მზარდად პოპულარული ხდება ადგილობრივ მომხმარებლებს შორის.

მეორეს მხრივ, Tesla-ს ევროპაში მოთხოვნის ვარდნა მიუთითებს ბაზრის გამწვავებულ კონკურენციასა და ჩინური ბრენდების მზარდ გავლენაზე.

BYD-ის ავტომობილები უკვე რამდენიმე წელია საქართველოშიც ხელმისაწვდომია - Solar Auto საქართველოში 2022 წლიდან წარმოადგენს BYD-ის (Build Your Dreams) სრულ სამოდელო რიგს, საგარანტიო მომსახურებით, ორიგინალი ნაწილებით და სერვისით.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @