
BYD - როგორ გადაიქცა ჩინური ბატარეების მწარმოებელი მსოფლიოს ყველაზე ძლიერ EV იმპერიად
Oct 28, 2025
სტატია მომზადებულია სოლარ ავტოსთან კოლაბორაციით
წლების წინ BYD უბრალოდ ბატარეების მწარმოებელი იყო, დღეს კი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი EV გიგანტი, რომელმაც პრაქტიკულად გადაახალისა გლობალური ავტოინდუსტრია.
BYD-ის სახელი უკვე ასოცირდება ელექტრომობილების ევოლუციასთან. კომპანია არა მხოლოდ ჩინეთში ლიდერობს, არამედ ევროპაში შეძლო და Tesla-ს გაყიდვებს გადააჭარბა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩინური EV აღარ არის მხოლოდ “ბიუჯეტური ალტერნატივა”.
BYD-ის წარმატება იწყება მარტივი ფორმულით: ხარისხი + ტექნოლოგია + ხელმისაწვდომი ფასი = მასობრივ გაყიდვებს
რატომ ვერ იყიდი BYD-ს აშშ-ში
ამჟამად BYD-ის ავტომობილების ოფიციალური გაყიდვა აშშ-ში ან კანადაში შეუძლებელია. რამდენიმე წლის წინ კომპანიამ სცადა ბაზარზე შესვლა - გამოაჩინა თავისი ფლაგმანი Han ამერიკელ ჟურნალისტებთან, მაგრამ პროექტი არ განხორციელდა.
მთავარი მიზეზი
მაღალი ტარიფები და პოლიტიკურად დაძაბული გარემო
აშშ-ის პოლიტიკა და შეზღუდვები
როგორ გაუსწრო BYD-მა Tesla-ს ევროპაში
2025 წლის ივლისში BYD-მა ისტორია დაწერა: გაყიდა 13,503 ელექტრომობილი, რაც 225%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. იმავე თვეში Tesla-ს გაყიდვები დაეცა 40%-ით (მხოლოდ 8,837 ერთეული) და BYD პირველად გახდა ლიდერი ევროპაში.
BYD-მა ევროპელ მომხმარებელს შესთავაზა:
BYD Dolphin Surf
BYD Atto 2
BYD Tang
Sealion 7
კომპანია მიზანმიმართულად იპყრობს საშუალო კლასის მყიდველებს - იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ელექტრო მანქანა, მაგრამ არა 60-80 ათას ევროდ.
და ტექნოლოგიურადაც BYD წინ მიდის: ბოლოდროინდელმა სიახლემ, ბატარეამ, რომელსაც შეუძლია 400 კმ-ის ენერგიის დაგროვება მხოლოდ 5 წუთში, შოკში ჩააგდო ინდუსტრია.
BYD-ის მოდელების სრული რიგი ევროპაში
ელექტრო მოდელები:
Dolphin Surf
Dolphin
Atto 2
Atto 3
Seal
Sealion 7
Seal U
Tang
ჰიბრიდული მოდელები (DM-i სისტემა):
Seal U DM-i
Seal 6 DM-i Touring
კონკურენტები: Nio, Xpeng, Geely, Tesla, Volkswagen
ჩინეთში BYD ებრძვის Nio-ს, Xpeng-სა და Geely-ს, რომლებიც ავითარებენ ხელოვნურ ინტელექტსა და დიზაინზე დაფუძნებულ მოდელებს.
ევროპაში კი მთავარი ოპონენტები არიან Tesla, Volkswagen, Renault და Nissan - თუმცა BYD სწრაფად არღვევს მათ მონოპოლიას, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტურ სეგმენტში.
BYD უკვე თამაშის წესებს წერს
BYD-მ დაამტკიცა, რომ ჩინურ ბრენდს შეუძლია არამხოლოდ კონკურენცია გაუწიოს დასავლეთს, არამედ გადაალაგოს მსოფლიო ბალანსი EV ინდუსტრიაში.
მისი სტრატეგია მარტივია, მაგრამ საოცრად ეფექტური: ხელმისაწვდომი ფასი, გამძლე ბატარეა და სწრაფი განვითარება.
თუ ტენდენცია ასე გაგრძელდა, BYD შესაძლოა გახდეს არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ მთელი მსოფლიოს EV ლიდერი.
BYD-ის ავტომობილები უკვე რამდენიმე წელია საქართველოშიც ხელმისაწვდომია - Solar Auto საქართველოში 2022 წლიდან წარმოადგენს BYD-ის (Build Your Dreams) სრულ სამოდელო რიგს, საგარანტიო მომსახურებით, ორიგინალი ნაწილებით და სერვისით.