
BYD-ის ელექტრომობილი სამი მეხის დარტყმას უვნებლად გადაურჩა
Aug 15, 2025
ჩინეთში BYD Song Plus EV-მა გაუძლო მეხის ზედიზედ სამ დარტყმას. საბედნიეროდ, არც მძღოლი და არც ავტომობილი სერიოზულად არ დაზიანებულა. ინციდენტის ვიდეომ, რომელიც დაფიქსირდა მანქანის კამერით, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ჩინურ სოციალურ მედიაში, სადაც ბევრმა აღნიშნა მანქანის გამძლეობა ექსტრემალურ პირობებში.
Chongqing Daily-ის ცნობით, მეხისგან დაზიანებულ BYD Song Plus EV-ს შემოწმების შემდეგ მექანიკოსმა არ აღმოაჩინა არანაირი პრობლემა ბატარეის პაკეტში, ძრავში ან ელექტრონულ მართვის სისტემაში. მანქანაზე მხოლოდ ორი მცირე კვალი დარჩა სახურავზე.
BYD-ის ბრენდისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალურმა მენეჯერმა ლი იუნფეიმ Weibo-ზე დაადასტურა, რომ Song Plus EV-მ სამივე დარტყმას გაუძლო ისე, რომ არც მძღოლის უსაფრთხოება და არც მანქანის ძირითადი სისტემები არ დაზიანებულა.
დარტყმების დროს ავტომატურად ჩაირთო ენერგიის გამორთვის დამცავი სისტემა, რომელმაც თავიდან აიცილა ელექტრული ავარიები. მძღოლი მანქანაში დარჩა სამაშველო სამსახურის მისვლამდე, რის შემდეგაც ავტომობილი სატვირთოთი წაიღეს.
Song სერია - BYD-ის გაყიდვების ლიდერი
Song Plus EV BYD-ის Ocean სერიის ნაწილია. Ocean სერიაში ასევე შედის Song Plus DM-i ჰიბრიდული ვერსია. Song სერია არის BYD-ის მეორე ყველაზე გაყიდვადი ხაზია - მხოლოდ ივლისში გაყიდულ იქნა 59,026 ერთეული. სერიაში ასევე შედის Song L EV, Song L DM-i და Song Pro DM-i მოდელები.
——-
Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.
კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.
სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge