
BYD-მა შეუძლებელი შეძლო - Yangwang U9 გახდა პირველი EV, რომელმაც Nürburgring-ზე 7-წუთიანი ბარიერი გადალახა
Oct 22, 2025
სტატია მომზადებულია სოლარ ავტოსთან კოლაბორაციით
ჩინურმა გიგანტმა BYD-მა ახალი ისტორია დაწერა. მისი პრემიუმ ბრენდის, Yangwang-ის ჰიპერმობილი U9 Xtreme გახდა პირველი სერიული ელექტრომობილი, რომელმაც ცნობილ გერმანულ ტრასაზე Nürburgring Nordschleife-ზე გაიარა წრე 6 წუთსა და 59.157 წამში - რაც მას მსოფლიო რეკორდსმენად აქცევს.
Yangwang U9-ის ეს რეკორდული გარბენი გასულ თვეს ჩაიწერა, მძღოლობისას პროფესიონალი გერმანელი პილოტი მორის კრანცი იჯდა საჭესთან. Nürburgring-ის ადმინისტრაციამ შედეგი ოფიციალურად დაადასტურა.
ამ მაჩვენებლით U9-მა 5 წამით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც წლის დასაწყისში Xiaomi SU7 Ultra-ს ეკუთვნოდა (7:04.957).
ეს მხოლოდ ერთ თვეში რიგით მესამე შემთხვევაა, როცა Nürburgring-ზე ელექტრომობილების რეკორდი იცვლება - ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ სწრაფად ვითარდება EV ტექნოლოგია.
Yangwang U9 არ არის რიგითი ელექტრომობილი. იგი დაფუძნებულია 1200-ვოლტიან პლატფორმაზე და აღჭურვილია ოთხი დამოუკიდებელი ელექტროძრავით (თითო თითო ბორბალზე), რომლებიც ჯამში ქმნიან თითქმის 3,000 ცხენის ძალას.
U9-ის ინტელექტუალური „e⁴ Platform“ სისტემა მართავს ტრაქციას, ბალანსს და სიჩქარეს, ხოლო ინოვაციური „DiSus-X“ სხეულის კონტროლის ტექნოლოგია უზრუნველყოფს მაქსიმალურ სტაბილურობას ტრასის ყველაზე მკვეთრ მოსახვევებში.
Yangwang U9 Xtreme გამოირჩევა არა მხოლოდ წარმადობით, არამედ იშვიათობითაც - კომპანია გეგმავს მხოლოდ დაახლოებით 30 ერთეულის წარმოებას, რაც მას ექსკლუზიურ კოლექციურ მოდელად აქცევს.
სპეციალისტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შედეგი უმეტეს მყიდველისთვის სიმბოლურია, Yangwang U9 აჩვენებს, როგორ შორსაა მისული EV ინჟინერია.
BYD-ის ავტომობილები უკვე რამდენიმე წელია საქართველოშიც ხელმისაწვდომია - Solar Auto საქართველოში 2022 წლიდან წარმოადგენს BYD-ის (Build Your Dreams) სრულ სამოდელო რიგს, საგარანტიო მომსახურებით, ორიგინალი ნაწილებით და სერვისით.