
Bentley-მ თბილისში წარმომადგენლობა გახსნა
Nov 22, 2024
Bentley Motors-მა ევროპის ბაზარზე გაფართოება Bentley Tbilisi-ის გახსნით აღნიშნა. ახალი შოურუმი აღმაშენებლის ხეივნის #129-ში მდებარეობს.
Bentley Tbilisi-ს ახალი კომპლექსი მოიცავს 330 კვ.მ ფართობის შოურუმს და 730 კვ.მ-ის გაყიდვების შემდგომი მომსახურების ობიექტს. ახალი წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება უკავშირდება Bentley Motors-ის 2024 წლის პირველ ნახევარში მიღწეულ წარმატებებს: კომპანიამ €261 მილიონი საოპერაციო მოგება დააფიქსირა და 5,476 ავტომობილი გაყიდა, მათგან 1,054 ევროპაში.
Bentley Tbilisi-ს ოპერირებას „თეგეტა ჰოლდინგი“, Bentley-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი, განახორციელებს.
"თბილისში წარმომადგენლობის გახსნა Bentley Motors-ისთვის ახალი ეტაპია. ბაზრის გაფართოება მეოთხე თაობის Continental GT-ის წარდგენას ემთხვევა, რაც რეგიონში ჩვენს გეგმებს უფრო ამბიციურს ხდის." - განაცხადა დიდი ბრიტანეთის, ევროპის და MEAI-ს რეგიონალურმა დირექტორმა, რიჩარდ ლეოპოლდმა.
Bentley Tbilisi-ის ოფიციალური გახსნა 2025 წლის პირველ კვარტალში იგეგმება, თუმცა წარმომადგენლობა უკვე მზად არის მომხმარებლების მისაღებად.
Bentley Motors წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად და ძვირადღირებულ ავტომობილების ბრენდს. მისი სათაო ოფისი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, სადაც ხორციელდება დიზაინის შემუშავება, კვლევები, ინჟინერია და წარმოება.
