5 წუთში 400 კმ? – BYD თამაშის წესებს ცვლის

Apr 11, 2025

BYD-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის ელექტრომობილები, რომლებიც დაფუძნებულია სუპერ სწრაფი დატენვის პლატფორმაზე – Super e-platform 1000V. მოდელები Han L სედანი და Tang L SUV მხოლოდ 5 წუთში იღებენ თითქმის 400 კმ-მდე სავალ მარაგს, რაც სრულიად ცვლის ელექტრომობილების შესახებ წარმოდგენას.

პრეზენტაცია 9 აპრილს გაიმართა და კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ინჟინრებმა "ჩინური ტექნოლოგიის უმაღლეს დონეს" მიაღწიეს.

Han L აღჭურვილია 83.2 კვტ/სთ-იანი BYD Blade ბატარეით და უზრუნველყოფს 701 კმ-მდე სავალ დიაპაზონს (CLTC სტანდარტით). მოდელს აქვს ორი დამტენი პორტი და 10C დატენვის სიჩქარე, რაც საშუალებას აძლევს, სულ რაღაც 6 წუთში დატენოს ბატარეის 10%-დან 70%-მდე, ხოლო სრულად – 20 წუთში.

Tang L SUV იყენებს უფრო მოცულობით ბატარეას (100.5 კვტ/სთ) და ასევე აღჭურვილია ულტრაწრაფი დატენვის ტექნოლოგიით. ავტომობილი მხოლოდ 5 წუთში იღებს 370 კმ-მდე სავალს, სრული დატენვა კი დაახლოებით 30 წუთს მოითხოვს.

ორივე მოდელი აღჭურვილია ჭკვიანი მართვის სისტემით God’s Eye (DiPilot 300), რომელიც აერთიანებს უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს და მართვის ავტომატიზებულ ფუნქციებს.

ზომებით Han L Tesla Model S-ის კლასშია, ხოლო Tang L – ახალი თაობის Tesla Model Y-ზე ოდნავ დიდია. ორივე მოდელი ხელმისაწვდომია როგორც სრულიად ელექტრო, ისე პლაგინ-ჰიბრიდულ (PHEV) ვერსიებში.

BYD ამ მოდელებით ცხადყოფს, რომ მზად არის კონკურენციისთვის არა მხოლოდ ჩინურ, არამედ გლობალურ EV ბაზარზე – მოწინავე ტექნოლოგიებით და ყოველდღიური გამოყენებისთვის მორგებული გამოცდილებით.

Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @