338 ცხენის ძალა და Tesla-ის დამტენებზე წვდომა — Toyota C-HR ელექტრომობილად ბრუნდება

May 28, 2025

Toyota C-HR, რომელიც აშშ-ში 2022 წლის შემდეგ არ იყო გაყიდვაში, 2026 წელს ბრუნდება სრულიად ახალი სახით — როგორც 338 ცხენის ძალის მქონე სრულად ელექტრული კროსოვერი.

ახალი მოდელი იყენებს იგივე პლატფორმას, რასაც Toyota-ის სხვა ელექტრომობილი, 2026 bZ EV, თუმცა C-HR ექნება ერთი ბატარეის ვერსია და ტესლას Supercharger ქსელის მხარდაჭერა (NACS კომბინირებული დამტენი).

წინა თაობის C-HR:

  • იყო მხოლოდ წინა წამყვანებით

  • 144 ცხენის ძალით

  • ვიზუალურად გამორჩეული, თუმცა მძლავრობის ნაკლებობით ბევრს ვერ მოხიბლავდა

ახალი C-HR EV კი უკვე სხვა კლასში გადადის:

  • 338 ცხენის ძალა, სრულად წამყვანი სისტემა (AWD)

  • 290 მილის გარბენი (დაახლოებით 467 კმ)

  • 0-60 მილი/სთ → 5 წამში

ახალი C-HR შეინარჩუნებს კომპაქტური კუპეს სტილს და Toyota-ს უნიკალურ “Hammerhead” წინა დიზაინს.

ინტერიერი კიდევ უფრო დახვეწილია და მოიცავს:

  • პანორამულ ჭერს

  • 14 დიუმიან სენსორულ ეკრანს

  • ორმაგ უკაბელო დამტენს

  • გაცხელებად წინა სავარძლებს

  • ელექტროადგამრთიანებას

  • ელ. საბარგულს და პარკინგის სენსორებს

  • და რაც ყველაზე სტილურია — შესაცვლელ ამბიენტ განათებას

ეს პარამეტრები მას პირდაპირ კონკურენტად აყენებს ისეთი მოდელების გვერდით, როგორებიცაა:

  • Hyundai Kona Electric

  • Kia Niro EV

Toyota C-HR ელექტრო ვერსიით არა მხოლოდ იმ კლიენტებს უბრუნდება, ვინც დიზაინს აფასებდა, არამედ ქმნის სერიოზულ კონკურენციას კომპაქტურ EV კლასში — მძლავრი ძრავით, დიდი გარბენით და Tesla-ს ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @