„მომავალი შენია!“ – Solar Auto-ს ახალი კამპანია

Dec 22, 2025

ელექტრომობილები საქართველოში უკვე აღარ არის მომავლის კონცეფცია - ის დღევანდელი რეალობაა, რომელიც სწრაფად ვითარდება და ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ამ ცვლილებების ფონზე Solar Auto-მ დაიწყო კამპანია სახელწოდებით „მომავალი შენია“, რომელიც ხაზს უსვამს ტექნოლოგიური პროგრესის იმ ეტაპს, სადაც ეკოლოგიური, ჭკვიანი და კომფორტული გადაადგილება ყველასთვის რეალურ არჩევანად იქცა.

კამპანიის მთავარი იდეა ეფუძნება მარტივ გზავნილს: მომავალი არ არის შორეული პერსპექტივა - ის უკვე აქ არის და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მისი ნაწილი. Solar Auto მომხმარებლებს სთავაზობს შესაძლებლობას, უკვე დღეს გადადგან ნაბიჯი უფრო სუფთა და ინოვაციური ტრანსპორტის მიმართულებით.

კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია კომპანიის ერთ-ერთი შეთავაზება: Solar Auto-ში ნებისმიერი ელექტრომობილის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს საუკეთესო ფასს, სრულ საგარანტიო მომსახურებას და 6 თვის განმავლობაში ულიმიტო, უფასო დამუხტვას Solar Station-ის სწრაფ დამტენებზე საქართველოს მასშტაბით. ეს შეთავაზება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ელექტრომობილზე გადასვლა არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ პრაქტიკული და ეკონომიურად გამართლებული გადაწყვეტილებაა.

კამპანიის ვიზუალური კომუნიკაცია შექმნილია სურეალისტური და ფუტურისტული ესთეტიკის შთაგონებით. სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი მასალები გადმოსცემს იდეას, რომ მომავალი უკვე ჩვენს გარშემოა - უფრო სწრაფი, უფრო სუფთა და ტექნოლოგიურად განვითარებული. თითოეული ვიზუალი ხაზს უსვამს მოძრაობის თავისუფლებას და იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ელექტრომობილი ქმნის.

Solar Auto-ს კამპანია „მომავალი შენია“ არა მხოლოდ პროდუქტის შეთავაზებაა, არამედ მოწოდება - გადავიდეთ ახალ ეტაპზე, სადაც ინოვაცია და კომფორტი ერთიანდება. 

Solar Auto 2022 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ გლობალურ ბრენდს - BYD (Build Your Dreams) - საქართველოს ბაზარზე. კომპანია წარმოადგენს BYD-ის სრული სამოდელო ხაზს, ოფიციალური საგარანტიო პირობებით, ორიგინალი ნაწილებითა და სერვისით, რაც მომხმარებლებს დამატებით უზრუნველყოფს საიმედოობითა და ხარისხით. 

ასევე, Solar Station-ის ბრენდის ქვეშ ავითარებს დამტენების ქსელს საქართველოში და უზრუნველყოფს მობილური აპლიკაციით დამუხრტვის შესაძლებლობას. 

გადმოწერე აპლიკაცია:

https://apps.apple.com/ge/app/solar-station/id6495368610

https://play.google.com/store/apps/details?id=com.solarstationappgeo&hl=en

„მომავალი შენია“ - ეს მხოლოდ სლოგანი არ არის. ეს არის გაგება, რომ ტექნოლოგიები, ეკოლოგიური გადაწყვეტილებები და ინოვაციები უკვე ჩვენს რეალობაშია, ხოლო Solar Auto ამ ცვლილების ერთ-ერთ მთავარ ამაჩქარებლად გვევლინება.


© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @